ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი „ფრანკოფონ ლიდერ სტუდენტთა კლუბები - CLEF Network”

კონკურსები

ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო (AUF) აცხადებს კონკურსს „ფრანგულენოვანი ლიდერი სტუდენტების კლუბების ქსელის გაფართოება“.

კლუბი უნდა შექმნან და მართავდნენ სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან AUF-ის წევრ დაწესებულებაში ან მასთან აფილირებულ უნივერსიტეტში.

კლუბის საქმიანობის სფერო და შემოთავაზებულ ღონისძიებათა პროგრამა დაკავშირებული უნდა იყოს ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთთან:

  • დასაქმება და მეწარმეობა
  • კულტურა, ხელოვნება და მედია
  • სპორტი
  • მეცნიერებები და ტექნოლოგიები
  • მდგრადი განვითარება

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 2 ივნისის 23:59 საათამდე (პარიზის დროით) ამ ბმულის დახმარებით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

2023 წელი

ბანერები