ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლ'აქვილას უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობისთვის

ახალი ამბები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ლაქვილის უნივერსიტეტში (იტალია) მობილობის განსახორციელებლად.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 ან 10 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

მობილობის ტიპი:

მობილობა სწავლებისთვის (Staff Mobility for Teaching): პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლება, ე.წ. Staff mobility for Teaching (STA), გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი ახორციელებს სწავლების აქტივობებს (მაგ.: სემინარები, ლექციები, ტუტორინგი) უნივერსიტეტში კვირაში მინიმუმ 8 საათის დატვირთვით.

მობილობის მიმართულება:

  • კომპიუტერული მეცნიერება
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • არქიტექტურა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR

სამუშაო ენა: ინგლისური ან იტალიური

კონკურსში მონაწილეობის პირობა:

  • აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (CV);
  • კანდიდატისა და მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD);
  • პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ან იტალიური ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამატებითი სერტიფიკატები (მაგ.: კონფერენცია, ტრენინგები, გაცვლითი პროგრამები და სხვ.);
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში, ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად: განაცხადის ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 3 ნოემბერი, 23:59

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატები შეფასდებიან მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • კანდიდატის რეზიუმე (მაქს. 30 ქულა);
  • მობილობის ხელშეკრულება (მაქს. 30 ქულა);
  • ინგლისური/იტალიური ენის კომპეტენცია (მაქს. 20 ქულა);
  • დამატებითი სერტიფიკატები (მაქს. 20 ქულა).

===============================
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტაerasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (+995 322) 220009-367 (ext)

ბანერები