


კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის
კონკურსები
გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2021/22 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის განხორციელებისათვის.
მობილობის პერიოდი: 5 თვე
სასწავლო მიმართულება: აგრონომია; მეტყევეობა; ვეტერინარია (მომიჯნავე ინტერდისციპლინური მეცნიერებები) კურსების კატალოგი
სტიპენდიის მოცულობა:
- ყოველთვიური სტიპენდია – 800 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე;
- კანდიდატის მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო მიმართულებას;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის დროს უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი;
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
მასპინძელი უნივერსიტეტი განაცხადებს მიიღებს ელექტრონულად: დოკუმენტების ასატვირთი პლატფორმის ბმული
სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- რეზიუმე/CV (Europass ფორმატში);
- განახლებული ნიშნების ფურცელი;
- სასწავლო ხელშეკრულება (შაბლონი);
- შესაბამისი უცხო ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი
- სერტიფიკატი/ცნობა.
გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ერთი PDF ფორმატის ფაილის სახით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 13 აგვისტო, 2021 წელი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3hDiLIu
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
☏ 995 322 220009-367
✉ erasmusplus@iliauni.edu.ge
2021 წელი