
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
კოიმბრის ჯგუფის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის
ახალი ამბები
გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში კვლევითი ვიზიტისთვის.
1987 წელს შექმნილი კოიმბრა ჯგუფი 41 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებს. მისი მიზანია ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა აკადემიური და კულტურული კავშირების გაღრმავებითა და ინფორმაციის გაცვლის არხების შექმნით.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში მოკლევადიანი ვიზიტებისას კვლევებისა და აკადემიური და სამეცნიერო კონტაქტების დამყარების საშუალება მიეცეთ.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1988 წლის 1-ელ იანვარს ან შემდეგ;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან პოსტდოქტორანტის სტატუსი (იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მიღებაც).
განაცხადი
- კანდიდატს განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთი უნივერსიტეტისათვის;
- აუცილებელია, კანდიდატმა განაცხადში წარადგინოს მასპინძელი აკადემიური ხელმძღვანელისგან მიღებული მოწვევის წერილი;
- განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სარეგისტრაციო ფორმის დახმარებით;
- კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ დანართი.
- შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2023 წლის ივნისის ბოლომდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.coimbra-group.eu/scholarships/
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აპრილი (ბრიუსელის დროით).
2023 წელი