


JiCA: სრულად დაფინანსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიაში საჯარო მოხელეებისთვის
ახალი ამბები
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) 2019 წლიდან ახორციელებს სასწავლო პროგრამას “SDGs Global Leader JFY 2024-2026”, რომელიც საჯარო მოხელეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სრულიად უფასოდ.
პროგრამის ხანგრძლივობა:
მაგისტრატურა - 2 წელი
დოქტორანტურა - 3 წელი*
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
- პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის (სტუდენტები ან კერძო სექტორის წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მასში მონაწილეობას);
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ასაკობრივი შეზღუდვა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისთვის გახლავთ 35 წელი, ხოლო დოქტორანტურაზე 40 წელი (2024 წლის 1 აპრილისთვის)**
- სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრის საფეხურზე (მიიღება იმ კანდიდატების განაცხადიც, ვისთვისაც ეს მეორე მაგისტრატურა იქნება); დოქტორანურაზე სწავლის მსურველებს დამთავრებული უნდა ჰქონდეთ მაგისტრატურა;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და უნდა შეეძლოს წარმოადგინოს შემდეგი ენის სერტიფიკატები: TOEFL iBT (მინ. 80) ან IELTS (მინ. 6.5)***;
- შერჩეულ კანდიდატს უნდა შეეძლოს სწავლის მთლიანი პერიოდის განმავლობაში იაპონიაში დარჩენა;
- კანდიდატი არ უნდა სარგებლობდეს სხვა ტიპის სტიპენდიით.
სტიპენდიის მოცულობა:
- სწავლის გადასახადი - სრულად;
- მგზავრობის ხარჯები - სრულად;
- ყოველთვიური სტიპენდია - 117 000-148 000JPY.
განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ აქ)****;
- დიპლომი;
- ნიშნების ფურცელი;
- პასპორტის ასლი;
- 2 ფოტოსურათი (3X4 ფორმატში);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (TOEFL iBT (მინ. 80) ან IELTS (მინ. 6.5);
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. აუცილებელია ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება.
გთხოვთ, აუცილებლად ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად. აქვე ნახავთ სააპლიკაციო ფორმას, კვლევითი გეგმის შაბლონს და იაპონური უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების ჩამონათვალს.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატურების შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იაპონური მხარე.
სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სხვა საჭირო დოკუმენტები გააგზავნეთ მისამართზე: Mgaloblishvili-David@jica.go.jp
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 14 ოქტომბერი.
დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით JICA-ს წარმომადგენელს საქართველოში: Mgaloblishvili-David@jica.go.jp
*პროგრამის ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია უნივერსიტეტზე.
**ზოგიერთ შემთხვევაში მიიღება უფრო ასაკოვანი კანდიდატის განაცხადიც. ამის შესახებ დაუკავშირდით დავით მგალობლიშვილს: Mgaloblishvili David@jica.go.jp
***წარმატებულ კანდიდატებს აუნაზღაურდებათ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის გამოცდაზე გასასვლელად გადახდილი თანხა.
****სააპლიკაციო ფორმაში ასატვირთი იქნება კვლევის (Research Plan) და კარიერული განვითარების გეგმა (Career Plan), რომლის დანართი შეგიძლიათ იხილოთ გაზიარებულ Drive-ზე.
2023