
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
JACAFA - ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამა
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
“JACAFA Foundation”, რომელსაც მხარს უჭერს “The Nippon Foundation”, ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს. სტიპენდიის ხანგრძლივობა ორი წელია, ხოლო მოცულობა – 110 დოლარი თვეში.
მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს GPA მინიმუმ 3.0 ან მისი ეკვივალენტი;
- ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა;
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე არა უმეტეს 23 წლისა;
- კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი სასწავლებლის მეორე კურსზე, როგორც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
სტიპენდიისათვის შემოთავაზებული მიმართულებები: სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, IT ინჟინერია.
განაცხადის წარდგენის დედლაინი გახანგრძლივდა და გახლავთ 2023 წლის 20 აპრილი. კანდიდატებს განაცხადისა და ინტერვიუს საფუძველზე შეარჩევს “JACAFA Foundation“. შერჩევის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის ივლისის ბოლოს.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი.
2023