ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

JACAFA - ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამა

ღონისძიებები

“JACAFA Foundation”, რომელსაც მხარს უჭერს “The Nippon Foundation”, ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს.

25 თებერვალს, 12:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

სტიპენდიის ხანგრძლივობა ორი წელია, ხოლო მოცულობა – 110 დოლარი თვეში.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს GPA მინიმუმ 3.0 ან მისი ეკვივალენტი;
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა;
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე არა უმეტეს 23 წლისა;
  • კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი სასწავლებლის მეორე კურსზე, როგორც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

სტიპენდიისათვის შემოთავაზებული მიმართულებები: სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, IT ინჟინერია

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 აპრილი

კანდიდატებს განაცხადისა და ინტერვიუს საფუძველზე შეარჩევს “JACAFA Foundation“.

შერჩევის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის ივლისის ბოლოს.

ფორმატი: ონლაინ ზუმშეხვედრა

https://bit.ly/3k7jnuk

Meeting ID: 813 9690 9672
Passcode: 50MjcQ

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი.

2023 წელი

 

ბანერები