ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი - QUALI-Start-Up Science Lectures

ახალი ამბები

2017 წლის 9-17 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up Science Lectures.

კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგი მიმართულებებით:

  • Engineering, Electronics and Analytics;
  • Fundamental Research and Applications in the Field of Particle and Nuclear Physics;
  • Medical Imaging Physics and short-lived Radionuclides for Life Sciences;
  • Condensed Matter Physics and Scattering Methods;
  • Atmospheric Science and Environment.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • მოკლე რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი პროფესორისგან/მასწავლებლისგან/სამეცნიერო ხელმძღვანელისგან.

ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 23 აპრილი.

სრულყოფილი აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge

მონაწილეთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად. საბუთების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან 2017 წლის 4-9 ივნისს, თბილისში, ქართული უნივერსიტეტებისა და იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ გასაუბრებიდან მალევე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბროშურაში და ვებგვერდზე: http://fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2017/about-event

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები