ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

INHA-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

12 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძესა და ინჰას უნივერსიტეტის (სამხრეთი კორეა) გლობალური განათლების პროექტების ჯგუფის დეკანს, პროფ. იუნგ ჰო კიმს შორის. შეხვედრაზე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები კორეული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის, ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამების განვითარებისა და დოქტორანტურის საფეხურზე თანამშრომლობის შესახებ. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი.

2021 წელი

ბანერები