ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Harvard-ის სტიპენდიები ქართველი მკვლევრებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საქართველოს შესახებ კვლევის წასახალისებლად ჰარვარდის უნივერსიტეტი გასცემს სტიპენდიებს, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებულ მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ ჰარვარდის ბიბლიოთეკის მდიდარ რესურსებზე დაყრდნობით გააფართოონ მუშაობა თავიანთი მთავარი კვლევითი თემატიკის ირგვლივ.

გრანტი უმცროსი მკვლევრებისთვის

სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, ფაკულტეტის წევრები

ხანგრძლივობა: 4-6 თვე

მოკლევადიანი გრანტი

სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, ფაკულტეტის წევრები

ხანგრძლივობა: 2-3 კვირა

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კანდიდატს მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან ჰქონდეს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია, ან იყოს თავისი სფეროს ექსპერტი

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 თებერვალი, 2024

2024

ბანერები