


გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები
ახალი ამბები
გერმანული კვლევითი ფონდის (DFG) დაფინანსებით ბილფილდის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს მიღებას სადოქტორო პოზიციებზე ლინგვისტიკის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ 3 წლიან სტიპენდიას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში სწავლისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯის სრულად ანაზღაურებას.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში. სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა სპეციალურ სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV/რეზიუმე;
- 2 გვერდიანი სამოტივაციო წერილი;
- აკადემიური ნაშრომი (სტატია, საბაკალვრო/სამაგისტრო ნაშრომი, სხვა.)
- 2 რეკომენდაციის წერილი, რომლებიც უნდა გაიგზავნოს მეილზე: crc1646@uni-bielefeld.de
- განვლილ აკადემიურ საფეხურებზე მოპოვებული დიპლომები და ნიშნების ფურცელი.
კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ, სადოქტორო პოზიციების შესახებ ინფორმაციას კი აქ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 18 იანვარი.
დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Prof. Dr. Ralf Vogel-ს მეილზე ralf.vogel@uni-bielefeld.de
2023