


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები საქართველოს, უკრაინისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის
ახალი ამბები
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიებს საქართველოს, უკრაინისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
საერთაშორისო ურთიერთობები (International Relations)
სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (2700 ევრო წელიწადში); ასევე, სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს ოდენობით.
ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება (Human-Computer Interaction)
სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (2500 ევრო წელიწადში); ასევე, სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს ოდენობით.
ციფრული სასწავლო თამაშები (Digital Learning Games)
სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (2500 ევრო წელიწადში); ასევე, სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს ოდენობით.
კომუნიკაციების მენეჯმენტი (Communication Management)
სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (3600 ევრო წელიწადში); ასევე, სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს ოდენობით.
სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე კვირაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს Karolin Mägi - karolin.magi@tlu.ee