


ესტონეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2022-2023 აკადემიური წლისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
გამოცხადდა კონკურსი ესტონეთის ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამაზე მისაღებად სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
საზაფხულო კურსები სტუდენტებისთვის
სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება მოკლევადიანი კურსის საფასური (500 ევრომდე), ხოლო საცხოვრებელი ხარჯებისათვის უზრუნველყოფილია დღეში 25 ევროს ოდენობის სტიპენდია.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
- კურსების ხანგრძლივობა: 1-4 კვირა;
- განაცხადების მიღების პერიოდი: 01.04.2022-01.05.2022.
გრანტი მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის
თუკი ვიზიტი მოიცავს 10 დღემდე პერიოდს, სტიპენდია შეადგენს დღეში 45 ევროს; იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტის ხანგრძლივობა 10 დღეზე მეტია, სტიპენდია შეადგენს თვეში 660 ევროს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს;
- ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 10 თვემდე პერიოდს;
- განაცხადების მიღების პერიოდი: 01.04.2022-01.05.2022.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3IYGKwi
სასტიპენდიო პროგრამის კოორდინატორი: Ms Liis Uulman (+372 6999 395; liis.uulman@archimedes.ee).
2022 წელი