


ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი პროგრამის კონსორციუმის შეხვედრა
ახალი ამბები
10-11 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი პროგრამის Joint European Master in Speech-Language and Hearing Innovation მოსამზადებელი კონსორციუმის შეხვედრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus Mundus Design Measure სქემის ფარგლებში ენის, მეტყველებისა და სმენის ინოვაციის ერთობლივ ევროპულ სამაგისტრო პროგრამას განავითარებს. პროგრამა განხორციელდება პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (პორტუგალია) კოორდინირებითა და მარიბორის უნივერსიტეტთან (სლოვენია) თანამშრომლობით.
კომუნიკაციის შესაძლებლობა ადამიანისთვის ფუნდამენტურ უნარს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ენისა და მეტყველების თერაპიის, ასევე აუდიოლოგიის სპეციალისტთა მომზადების აკადემიური პროგრამები, თანამედროვე გამოწვევები ცხადყოფს ამ სფეროში ჩართულ პროფესიონალთა გადამზადების და განვითარების საჭიროებას, რათა შეიქმნას ახალი ინოვაციური სერვისები, პროდუქტები და ტექნოლოგიები საზოგადოების ყველა წევრის უკეთესი სოციალური ინტეგრაციისათვის. ევროპული სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს პროფესიული საქმიანობისთვის, კვლევისა და ლიდერობისათვის საჭირო კომპეტენციებითა და უნარებით აღჭურვილ სპეციალისტებს, რომლებიც პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვისა და სოციალური ინკლუზიის სფეროში.
2023