ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ერასმუს მუნდუსის ევროკულტურის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

Erasmus Mundus Master of Arts Euroculture წარმოადგენს 2-წლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ევროპული საზოგადოების, კულტურისა და პოლიტიკის შესწავლაზე გლობალურ კონტექსტში.

აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო საფეხურზე ევროპის რვა უნივერსიტეტში და იაპონიის, აშშ-ის, მექსიკისა და ინდოეთის ოთხ უნივერსიტეტში.

ევროკულტურის სტუდენტები ისწავლიან კონსორციუმის მინიმუმ 2 უნივერსიტეტში და სწავლის დასრულების შემდგომ მიიღებენ ერთობლივ სამაგისტრო ხარისხს.

28 აპრილს, 14:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), გაიმართება შეხვედრა ევროკულტურის პროგრამაზე სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/37mOk75

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3vklWuy

2022 წელი

ბანერები