


ERASMUS+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსი სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტისათვის
კონკურსები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მობილობის განხორციელების მიზნით.
მობილობის ხანგრძლივობა:
- მობილობა სწავლების მიზნით – 5 სამუშაო დღე
აკადემიური მიმართულება:
- ენები
- სოციალური მეცნიერებები
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR
სამუშაო ენა:
ინგლისური/ესპანური
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი (პროფესორი ან საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული მასწავლებელი);
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ დადასტურებული მობილობის ხელშეკრულება; გაითვალისწინეთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მობილობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 8-საათიან დატვირთვას, რაც გულისხმობს როგორც სწავლების, ისე ტრენინგის აქტივობებს;
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ გაცემული მოწვევის წერილი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- მობილობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი კანდიდატის, გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების მიერ (DOWNLOAD);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე)[1];
- მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორის მიერ გაცემული მოწვევის წერილი.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად: ონლაინგანაცხადის ფორმა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი, 2022
===============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009-367 (ext)
[1] ¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, და ა.შ.