ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეიფელის სტიპენდია საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია, რომელიც მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (18 თვემდე მობილობა), წარმატებულ კანდიდატებს აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლონ საფრანგეთის რომელიმე უნივერსიტეტში.

ასაკობრივი შეზღუდვა

სამაგისტრო საფეხური – 25 წელი

სადოქტორო საფეხური – 30 წელი

ყოველთვიური სტიპენდია

მაგისტრატურა – 1 181 ევრო

დოქტორანტურა – 1 700 ევრო

სასწავლო მიმართულებები

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

  • ბიოლოგია და ჯანდაცვა
  • ეკოლოგიური ტრანზიცია
  • მათემატიკა და ციფრული მიმართულება
  • საინჟინრო მეცნიერებები

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:

  • ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
  • სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
  • ეკონომიკა და მენეჯმენტი

ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით, შესაბამისად კანდიდატები უნდა დაუკავშირდნენ მათთვის სასურველ უნივერსიტეტს კანდიდატის დოსიეს შესავსებად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 იანვარი

(აღნიშნული თარიღი ეხება მასპინძელ უნივერსიტეტებს. დაინტერესებული კანდიდატები არაუგვიანეს დეკემბრისა უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში)

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

2023

 

ბანერები