


დოქტორ ანნე ნევგის ვორკშოპი აკადემიური პერსონალისთვის
ახალი ამბები
10-12 დეკემბერს, BASERCAN + პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა სამდღიანი ვორკშოპი აკადემიური თემის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
ვორკშოპი ჩაატარა ჰელსინკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, დოქტორმა ანნე ნევგიმ, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად უძღვება აკადემიური სუპერვიზიის კურსს ჰელსინკის უნივერსიტეტში. დოქტორი ანნე ნევგის გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ვორკშოპი ეხებოდა აკადემიურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ საკითხებს: სტუდენტისა და ხელმძღვანელის ურთიერთთანამშრომლობას; სტუდენტთა მოლოდინს თემის ხელმძღვანელისგან; პრობლემებს, რომლებსაც მხარეები აწყდებიან აკადემიური ხელმძღვანელობის დროს; აკადემიური ხელმძღვანელობის კვალიფიკაციის ამაღლებას.