
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
დაიწყო მიღება ტოლერანტობის კვლევისა და გლობალური მშვიდობის სამაგისტრო პროგრამაზე
ახალი ამბები
ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭო (GCTP) და მურსიის სან ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტი (UCAM) აცხადებენ მიღებას ტოლერანტობის კვლევისა და გლობალური მშვიდობის სამაგისტრო პროგრამაზე.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლია 35 აპლიკანტს.
სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა
- 15 სრული სტიპენდია ინგლისურენოვან პროგრამაზე. სწავლა ლოს ჯერონიმოს კამპუსში (მურსია, ესპანეთი);
- 20 სრული სტიპენდია ესპანურენოვანი პროგრამისათვის. სწავლა ონლაინ.
მიღების წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრიატის დიპლომს, GPA – მინიმუმ 3.0;
- ინგლისურენოვანი პროგრამისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა, მისაღები მოცემული სამაგისტრო პროგრამისათვის. მისაღებ ცნობათა სია იხილეთ ბმულზე;
- ესპანურენოვანი პროგრამისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს ესპანური ენის C1 დონის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული აკრედიტებული ორგანოების მიერ.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ინგლისურენოვანი პროგრამისთვის – 2023 წლის 31 მაისი;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ესპანურენოვანი პროგრამისთვის – 2023 წლის 15 ივლისი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი და ეწვიეთ ბმულს.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოსკარ როდრიგეს პასმინოს ელფოსტაზე – orodriguez@ucam.edu და ვინი ფლავიანა ჰიუნანდას ელფოსტაზე – vfhyunanda@uacm.edu
2023 წელი