ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

CRRC-ის 2016 წლის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის

CRRC აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. აპლიკანტებს შეეძლებათ შეიძინონ კვლევითი გამოცდილება სოციალურ მეცნიერებათა კვლევით პროექტებში, გაიუმჯობესონ ინგლისურად წერის უნარი, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში.

სასტიპენდიო თანხა შეადგენს 500 ლარს თვეში.

კონკურსში მონაწილეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე, 20-დან 30 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინიმუმ, ბაკალავრის დიპლომი;
  • 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, ჰქონდეს თავისუფალი დრო - დღეში 6 საათი;
  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • იყოს გუნდის აქტიური წევრი და შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა;
  •  შეეძლოს ანალიტიკური წერილების წერა.

სააპლიკაციო პროცედურები:

  • აპლიკანტმა 2015 წლის 15 ნოემბრამდე უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა;
  • აპლიკანტმა ნოემბრის ბოლომდე წარმატებით უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტს 2015 წლის დეკემბერში მიიწვევენ 6-დღიან ტრენინგზე. საუკეთესო კანდიდატები მიიღებენ გრანტს და დასაქმდებიან 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:

სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თამუნა ხოშტარიას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: JFPGeorgia@crrccenters.org.

ბანერები