ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

COPERNICUS BERLIN-ის სასტიპენდიო პროგრამა გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად

ახალი ამბები

COPERNICUS BERLIN აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას – International Excellence Scholarship Program, რომელიც აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ბერლინის საუკეთესო უნივერსიტეტებში (HU Berlin, FU Berlin, HWR Berlin, Potsdam University).

IES პროგრამის ფარგლებში COPERNICUS BERLIN დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სტიპენდიებს.

მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • სწავლის დაწყებისას კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე;
  • აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელს;
  • კონკურსი ღიაა ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის;
  • აუცილებელია ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

განაცხადის მიღების პროცესი სამი ეტაპისგან შედგება:

  • ელექტრონული განაცხადის შევსება;
  • დავალების შესრულება;
  • გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: https://copernicusberlin.org/ies/

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2024

2024

ბანერები