ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩინეთის შანტუნგის პროვინციის მთავრობის სტიპენდია

ახალი ამბები

შანტუნგის პროვინციის მთავრობამ (ჩინეთი) გამოაცხადა კონკურსი სრული დაფინანსების მოსაპოვებლად ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 45 წლამდე ასაკის პირებს (ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარია 30 წელი).

სტიპენდია მოიცავს ყოველწლიური რეგისტრაციისა და სწავლის გადასახადს, ასევე განთავსებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისთვის (იხილეთ უნივერსიტეტების სია).

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 დეკემბერი

პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: zmq1107@163.com; +8618553168780 - ჭოუ (Zhou)

2023

ბანერები