ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამები და დაფინანსება - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

2024-2025 სასწავლო წლისათვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება 42 სამაგისტრო და 16 სადოქტორო პროგრამაზე 14 სხვადასხვა დისციპლინაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ნათია ნანავას, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში, ელფოსტაზე: natia@osgf.ge.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები