ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში“ (Youth Essay Prize Competition)

ახალი ამბები

ვაცხადებთ  კონკურსს „ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში“  (Youth Essay Prize Competition), რომელიც გაიმართება  ევროკავშირის პროექტის  ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის 30-წლამდე მოქალაქეებს.

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ  ესე ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე).  ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს  კონკურსის მონაწილის ქვეყნის  ევროკავშირთან  ასოცირების შესახებ  შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.

წარმოდგენილი  ესე  უნდა  იყოს  ანალიტიკური  ხასიათის და გამართული ენით გადმოცემული. სასურველია, მონაწილემ ესეს თემის შერჩევისას გაითვალისწინოს, რომ საშუალება მიეცეს, საკუთარი, გარკვეულწილად სიღრმისეული ცოდნა გამოავლინოს, რომლის საფუძველიც იქნება აკადემიური ცოდნა, კვლევები ან პროფესიული გამოცდილება.

ესეს ავტორი მკითხველს უნდა სთავაზობდეს საინტერესო არგუმენტს ან მიდგომას.

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ვებგვერდზე:   www.3dcftas.eu

გათვალისწინებულია ექვსი ჯილდოს გადაცემა. პირველი კონკურსის შედეგად გაიმარჯვა მოლდოვის ორმა მოქალაქემ. დარჩენილია კიდევ ოთხ ჯილდო. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით 500 ევროს ოდენობით.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2017 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ ელფოსტაზე Hrant.Kostanyan@ceps.eu

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ, ბმულზე: http://www.3dcftas.eu/news/youth-essay-prize-competition-first-winners-and-second-call.

 

 

 

 

 

ბანერები