


აახენის უნივერსიტეტის RWTH Aachen ვიცე-რექტორის ვიზიტი ილიაუნიში
ახალი ამბები
10 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ აახენის უნივერსიტეტის RWTH Aachen ვიცე-რექტორი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უტე ჰაბელი, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ჰენრიეტე ფინსტერბუში და სტრატეგიული პარტნიორობებისა და პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი რენე სეიფარტი.
უნივერსიტეტის რექტორთან, ნინო დობორჯგინიძესა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები და გეგმები.
2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აახენის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და აქტიურად თანამშრომლობენ ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე ნეირომეცნიერებების, ფსიქოლოგიის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით.
სტუმრებმა მოინახულეს ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლის სასწავლო ლაბები და ქიმიური ბიოლოგიის, გენეტიკისა და ძილ-ღვიძილის კვლევითი ლაბორატორიები.
2024
გალერეა