2023-24 აკადემიური წლისათვის
მიმდინარე კონკურსები ადმინისტრაციული პერსონალისთვის
_____________________________________________________________________________________
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2024
გამონაკლისი: JUNIA - Graduate School of Science and Engineering-ისთვის 31 იანვარი, 2024
გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ქვემოთ მითითებულ ევროპულ უნივერსიტეტებში:
- University of Applied Sciences for Management & Communication, Austria
- Baltazar Zaprešić University of Applied Sciences, Croatia
- University of Nicosia, Cyprus
- University Côte d'Azur, France
- University of Paris-Saclay, France
- Bordeaux Montaigne University, France
- JUNIA- Graduate School of Science and Engineering, France
- Ludwigshafen University of Business and Society, Germany
- Mary Immaculate College, Ireland
- Pavol Jozef Šafárik University in Košice, Slovakia
- Södertörn University, Sweden
_____________________________________________________________________________________
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე;
- პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
_____________________________________________________________________________________
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი;
- იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იმავე შინაარსის (იგულისხმება ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული ან დაგეგმილი მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.
_____________________________________________________________________________________
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
ადმინისტრაციულ პერსონალს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისათვის. ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში ნომინირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში.
გასაუბრებაში მიღებული შეფასების საფუძველზე კანდიდატების მასპინძელ უნივერსიტეტში ნომინირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების კომისია. მასპინძელ უნივერსიტეტში იგზავნება გასაუბრების შედეგად შერჩეულ აპლიკანტთა განაცხადები დოკუმენტებთან ერთად საბოლოო შერჩევისათვის.
მობილობის ვადები:
მობილობის განხორციელება შესაძლებელია 2025 წლის 31 ივლისამდე; პერსონალის მობილობის პერიოდის ნომინირების შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს მასპინძელი უნივერსიტეტის მომწვევ დეპარტამენტთან.
_____________________________________________________________________________________
განაცხადების მიიღება ელექტრონულად: ონლაინგანაცხადის ფორმა
_____________________________________________________________________________________
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინგანაცხადის ფორმაში:
(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)
√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)
√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე)¹
√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
√ მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (Training Mobility Agreement) (DOWNLOAD)
√ წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი (საკმარისია ელფოსტით მიღებული თანხმობა) რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან.2
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად ისე, როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.
===============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)
¹ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხო ენის სწავლების ადგილობრივი ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
2 აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას (იხ. უნივერსიტეტების ბროშურები). გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ოფისიდან/ერაზმუსის კოორდინატორისგან მიღებული თანხმობის წერილი არ განიხილება.