ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სტუდენტური ლიგის ფინალური მატჩები გაიმართა კალათბურთში

ახალი ამბები

ილიაუნელებმა რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეოთხედფინალში ილიაუნის მეტოქე იყო A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ჩვენმა გუნდმა 87:78 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ნახევარფინალის ორმატჩიან დუელში სპორტის უნივერსიტეტთან დავმარცხდით.

ილიაუნის კალათბურთელთა გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 78:69 დაამარცხა.

ამ მატჩით ილიაუნის სპორტული სეზონი ოფიციალურად დასრულდა.

ბანერები