ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში – 2023

ახალი ამბები

28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გამართავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი და მედლები.  გამარჯვებული სტუდენტები უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა - shorturl.at/fjyS0

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 მარტი

2023 წელი

ბანერები