ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

საქართველოს ფუტსალის თასი. ⅛ ფინალი. MFC ILIAUNI VS Tsalenjikha

ახალი ამბები

4- 5 მარტს გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპები. 16 თებერვლის კენჭისყრის შედეგად (t.ly/mGBpV) ილიაუნის ფუტსალის კლუბი წალენჯიხას დაუპირისპირდება.

ტურნირი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან 2021 წელს სწორედ ეს თასი აღმართა ჩვენმა გუნდმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამარჯვება მოუტანა ოფიციალური შეჯიბრებიდან (ფუტსალის ლიგა და ფუტსალის თასი, რომლებიც ტარდება უეფას ეგიდით, წარმოადგენს პროფესიულ ჩემპიონატს), გარდამავალ თასზე კი სამუდამოდ ამოიტვიფრა ჩვენი უნივერსიტეტის კლუბის სახელი და ლოგო.

ვიდეო - ილიაუნი ფუტსალის თასის გამარჯვებულია 2021: https://www.youtube.com/watch?v=n7iCZeIXCX4

მატჩი 5 მარტს, 19:30 საათზე, ფუტსალის ოფიციალური მატჩების არენაზე გაიმართება (არენა 2, უნივერსიტეტის ქუჩა N6).

Სპორტი გულშემატკივრების თამაშიცაა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად ინტენსიურად ვარჯიშობს, რათა ოფიციალურ მატჩებზე წარადგინოს ილიაუნი. მისთვის გულშემატკივრების მხარდაჭერა დიდი მუხტისა და ენერგიის მომტანია.

გულშემატკივართა დასწრებას ილიაუნის გულშემატკივართა სტუდენტური კლუბი გაუწევს ორგანიზებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კლუბის თითოეულ წევრს.

უგულშემატკივრე შენს გუნდს არენაზე!

წარმატებები MFC ILIAUNI !

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები