ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

საქართველოს ფუტსალის თასი 2022 – მეოთხედფინალი

ახალი ამბები

23 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეორე ეტაპი. კენჭისყრის შედეგად (t.ly/Jc-R) ჩვენი გუნდი „პსპ“-ს დაუპირისპირდება და ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას ეცდება.

საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ილიაუნიმ გორის გუნდს სძლია ანგარიშით 2-1 (მატჩის ოქმი: t.ly/XL23), ხოლო ჩვენმა ამჟამინდელმა მოწინააღმდეგემ ევროპის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 7-5 (მატჩის ოქმი: t.ly/z3Ix1).

შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება. (Google Map: https://bit.ly/3S84dk9)

შეგახსენებთ, რომ MFC ILIAUNI 2021 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა, რაც უნივერსიტეტის სპორტულ ისტორიაში პირველი პროფესიული შედეგია.

მოდი და უგულშემატკივრე შენს გუნდს! შეავსე განაცხადი: t.ly/v7Dc

უყურე ვიდეოს: t.ly/_OHA

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები