ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 - მესამე ტურის შედეგები

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ში ილიაუნის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მესამე ტურის მატჩში ჩვენი მეტოქე იყო საქართველოს უნივერსიტეტი. დაძაბული შეხვედრა 3-2 დასრულდა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეორე პოზიციას ვიკავებთ.

სტუდენტურ დერბიში ილიაუნის რიგებიდან თითო-თითო გოლი ნიკოლოზ ბოლქვაძემ, ირაკლი გაბისკირიამ და გიორგი ნათენაძემ გაიტანეს.

ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის სიმბოლურ ნაკრებში ილიაუნის გუნდიდან ნიკოლოზ ბოლქვაძე და ნიკა ნოზაძე მოხვდნენ. ტურის საუკეთესო მოთამაშე კვლავ ჩვენი გუნდიდან დასახელდა. ამჯერად ეს ტიტული ილიაუნის მეკარე ნიკა ნოზაძეს ერგო.

IV ტურში ილიაუნი 2 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 20 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 

2021 წელი

ბანერები