ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ლიგა იწყება!

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2022-2023 წლების სეზონი 26 სექტემბერს აიღებს სტარტს.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესიული გუნდი ''MFC ILIAUNI'' საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეხუთე სეზონს დაიწყებს.

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში ილიაუნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

თამაშებზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

ილიაუნისა და თსუ-ს შორის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის.: უნივერსიტეტის ქ. N15ა) 26 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

ერთად ვუგულშემატკივროთ ილიაუნის ფუტსალის გუნდს პრინციპულ დერბიში!

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი წარმატებებს უსურვებს უმაღლესი ლიგის გუნდს.

2022 წელი

ბანერები