ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ნოდარ ბურნაძე – ილიაუნის ჩემპიონი ბილიარდში

ახალი ამბები

13 დეკემბერს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბილიარდში.

ხუთ ჯგუფში გადანაწილებული მოთამაშეებიდან შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის უფლება 16-მა საუკეთესომ მოიპოვა.

მერვედფინალებიდან შეხვედრები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ნახევარფინალში გასვლა ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნებმა მოახერხეს ნოდარ ბურნაძემ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა თენგო მაისურაძე და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მათე მარსაგიშვილმა ზაზა ფაღავა დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. გადამწყვეტ პაექრობაში ბურნაძემ მათე მარსაგიშვილის დამარცხება შეძლო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ზაზა ფაღავამ იმარჯვა.  

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები გადასცა.

ბანერები