ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

მკლავჭიდის ჩემპიონატის შეჯამება – 2019

ახალი ამბები

უკვე რამდენიმე წელიწადია, ილიაუნის სტუდენტთა საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მკლავჭიდელთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. გამონაკლისი არც 7 ივნისს გამართული შეჯიბრება ყოფილა. ოთხ წონით კატეგორიაში მოასპარეზეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. დაძაბულ ორთაბრძოლებს მაყურებელიც მრავლად ჰყავდა.

ტურნირში განსაკუთრებით გიგა მახარაშვილმა იყოჩაღა – 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ორივე მკლავით ოქროს მედლები მოიპოვა. ორჯერვე ფინალში ლუკა გორგილაძეს აჯობა. მძიმე წონის (+80 კგ) დებიუტანტმა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელიც არც ისე დიდი ხანია, მკლავჭიდში ვარჯიშობს, პირველობაზე ორი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ასპარეზობის ყველაზე ტუტულოვანი მონაწილე, ილიაუნის მეორეკურსელი დავით თედორაძე (+80 კგ) მესამედ გახდა უნივერსიტეტის ჩემპიონი. იგი ახალგაზრდებში მსოფლიოს 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორია მარჯვენა მკლავით პაექრობაში, ხოლო იმავე წელს ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი ერგო.

  • ტრავმის გამო შარშანდელი სეზონი გამიცდა , – გვითხრა დავით თედორაძემ, – რეაბილიტაციის პერიოდი ჯერ არ დამიმთავრებია, ამიტომ წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატში ვერ მივიღე მონაწილეობა. სამაგიეროდ სიამოვნებით ვიასპარეზე ილიაუნის მიერ ორგანიზებულ  პირველობაში, რომელში გამარჯვებაც ჩემთვის სტიმული გახდება. დიდი მადლობა სტუდენტურ საქმეთა დემარტამენტს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის. მალე უფრო აქტიურად დავიწყებ წვრთნას და ჩვენი უნივერსიტეტის სახელით უნივერსიადაზეც გამოვალ, სექტემბერში კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევ ტურნირში მოვსინჯავ ძალებს, რომ პლანეტის უძლიერეს მკლავჭიდელებთან პაექრობის უფლება მოვიპოვო.

კვარცხლბეკი

60 კგ

მარჯვენა მკლავი. 1. გიორგი ბასილიძე, 2. ბექა მაისურაძე, 3. ნოდარ ბერიძიშვილი;

მარცხენა მკლავი. 1. ნოდარ ბერიძიშვილი, 2. ლევან გულბანი, 3. გურამ ფოლადაშვილი.

70 კგ

მარჯვენა. 1. გიგა მახარაშვილი, 2. ლუკა გორგილაძე, 3. გიორგი წიკლაური;

მარცხენა. 1. გიგა მახარაშვილი, 2. ლუკა გორგილაძე, 3. ალიკ მარუქიანი.

80 კგ

მარჯვენა. 1. ზაალ გურასაშვილი, 2. გიორგი ჯანიაშვილი, 3. დავით შიოშვილი;

მარცხენა. 1. დათო შიოშვილი, 2. გიორგი ჯანიაშვილი, 3. ალიკ მარუქიანი.

+80 კგ

მარჯვენა. 1. დავით თედორაძე, 2. ნიკოლოზ გელაშვილი, 3. უჩა ყაულაშვილი;

მარცხენა. 1. უჩა ყაულაშვილი, 2. ნიკოლოზ გელაშვილი, 3. გიორგი მელქაძე.


ბანერები