ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

MFC ILIAUNI 4:1 MFC KUTAISI / 2023-24 წწ. სეზონის პირველი გამარჯვება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონის პირველი გამარჯვება და სამი ქულა მოიპოვა.

პირველ ნოემბერს, ოთხშაბათს, MFC ILIAUNI ქუთაისის გუნდს დაუპირისპირდა. თამაშს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მათი პირდაპირი კონკურენცია სძენდა. ორივე გუნდი პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის.

ანგარიში მოწინააღმდეგემ გახსნა (13:24’ ბაკურ გულუა), რასაც ჩვენმა გუნდმა მალევე ორი გოლით უპასუხა. ერთწუთიან ინტერვალში გოლები თორნიკე ქართველიშვილმა (15:18’) და ლაშა კურტანიძემ გაიტანეს (15:33’) და პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 2:1. მატჩის მეორე ნახევრის პირველივე წუთზე თავი გამოიჩინა გიორგი დიაკვნიშვილმა (20:59’), ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ქურხულმა (24:44’) დააფიქსირა 4:1.

Კარგად ითამაშა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ, რომელმაც ილიაუნის საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად არაერთხელ გადაარჩინა საკუთარი კარი. ჩვენი მხრიდან საგოლე გადაცემები გიორგი ტიკურიშვილმა, გიორგი ქურხულმა და თორნიკე ქართველიშვილმა მიითვალეს.

ფუტსალის უმაღლესი ლიგის მატჩები ყოველკვირეულად იმართება. კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე: t.ly/egjOS

2023

ბანერები