ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

კალათბურთის უნივერსიადის ფინალი: ილიაუნი vs სტუ

ახალი ამბები

8 ივლისს, 16:30 საათზე, საკალათბურთო კლუბის „აკადემია“ დარბაზში გაიმართება საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირების მეორე მატჩი, რომელშიც ილიაუნი სტუ-ის გუნდს დაუპირისპირდება. პაექრობის პირველი შეხვედრა სტუ-ის გამარჯვებით, ანგარიშით 86:85, დასრულდა. ჩემპიონობისთვის ჩვენს გუნდს მეორე შეხვედრის 2 ან მეტი ქულით მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნის გუნდი ბოლო ორი სეზონის ბრინჯაოს მედალოსანია. მიმდინარე სეზონის სტუდენტური ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულა, ხოლო ფინალში მოსახვედრად ნახევარფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სძლია.

სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბანერები