ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

კალათბურთის სტუდენტური A ლიგა იწყება

ახალი ამბები

25 მარტს იწყება კალათბურთის სტუდენტური A ლიგა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  კალათბურთის  გუნდი პირველ მატჩში დაუპირისპირდება ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს.   

ილიაუნის გუნდი გასულ სემესტრში სტუდენტურ B ლიგაში მონაწილეობდა, ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ილიაუნისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მატჩი 25 მარტს, 18:30 საათზე, დაიწყება.

მისამართი: ოლიმპიური სასახლე, უნივერსიტეტის ქუჩა 15ა, დასწრება თავისუფალია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით კალათბურთის გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ! 

2024

ბანერები