ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

კალათბურთი | ილიაუნი 85:69 კსუ (წარწერა FB პოსტის ფოტოზე)

ახალი ამბები

ილიაუნელმა კალათბურთელებმა სტუდენტური ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეც გამარჯვებით დაიწყეს. 25 ივნისს ჩვენი ბიჭები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მეტოქის უპირატესობით დაიწყო. მათ პირველი ტაიმის 7 ქულით მოგება მოახერხეს, თუმცა ილიაუნელებმა შესვენების შემდეგ მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ ანგარიშით 85:69 გაიმარჯვეს.  

ილიაუნელთა შემადგენლობიდან ლიდერთა სამეული წინა მატჩების მსგავსია. ჩვენებს 32 ქულითა და 16 მოხსნით ლიდერობდა დაჩი დვალაძე. 22 ქულა და 20 მოხსნა ვასილ კუტალაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ვასილ მჭედლიშვილმა გუნდს 13 ქულა და 10 მოხსნა მიაშველა. მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე: http://gbf.ge/league/federation/game/4638027

ილიაუნელმა კალათბურთელებმა მიმდინარე ჩემპიონატზე გამართული 4 შეხვედრიდან ოთხივე მოიგეს და B ჯგუფს ლიდერობენ. პირველ წრეში ბიჭებმა დამაჯერებლად დამარცხეს სეუ, თსუ და კსუ.

ჩვენები შემდეგ მატჩს 27 ივნისს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდთან გამართავენ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. 


ბანერები