ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნში ძიუდოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდა

ახალი ამბები

27 ივნისს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით სამბოს ცენტრალურ დარბაზში პირველად გაიმართა ძიუდოს ჩემპიონატი. 

60, 66, 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

  • 60 კგ 1. გიორგი ხუციშვილი, 2. ვაჟა გუჯეჯიანი, 3. ლევან გულბანი 

  • 66 კგ 1. დავით ირემაშვილი, 2. ზურაბ ჩარკვიანი, 3. ვეის ალიევი 

  • 73 კგ 1. ოთარ სოზიაშვილი, 2. გიგა ბალარჯიშვილი, 3.პაპუნა ნეფარიძე, 3. ჯურხა გოგოჭური

  • 81 კგ 1. ელგუჯა ზერეკიძე, 2. დათო შიოშვილი, 3. იოსებ გუგულაშვილი, 3. ჯემალ დოიჯაშვილი

90, 100 და 100+ წონით კატეგორიებში მონაწილეთა გამოუცხადებლობის გამო შეჯიბრება არ გაიმართა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე პირველადგილოსნებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა გადასცა საგზური გასვლით სკოლა-ბანაკში „ISU Sport Camp – Summer 2019“, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე ჩატარდება.

ბანერები