ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები სეზონის პირველი მატჩი

ახალი ამბები

25 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ მატჩს გამართავს. ჩვენების მეტოქე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნელებმა გასული სეზონი მესამე ადგილით დაასრულეს, მიმდინარე წელს კი შედეგის გაუმჯობესებასა და კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის A ლიგის საგზურის მოპოვებას გეგმავენ.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა, მატჩების კალენდარი და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gbf.ge.

ბანერები