ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის საკალათბურთო გუნდი სტუდენტურ ლიგაზე ასპარეზობს

ახალი ამბები

ილიაუნელმა კალათბურთელებმა შარშან სტუდენტური ლიგის სეზონი მესამე ადგილით დაასრულეს. წელს ისინი კვლავ ჩაებნენ მსგავს შეჯიბრებაში და მიზნად დაისახეს წინა წლის შედეგის გაუმჯობესება და კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის A ლიგის საგზურის მოპოვება.

სტუდენტურ ლიგაში შვიდი გუნდი ასპარეზობს. ფავორიტები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. ჩვენები პირველობის სტარტზე, 25 დეკემბერს, სწორედ სტუ-ს შეხვდნენ. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მატჩის მიწურული: სტუ წინ იყო 77:76 ქულით, ილიაუნელებს რამდენიმე წამი ჰქონდათ შეტევის დასაგვირგვინებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად. ამ მცირე დროის განმავლობაში მეტოქე ორჯერ დაჯარიმდა, მაგრამ დავით ეძგვერაძის შეგირდებმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

ილიაუნელებმა მეორე ტურის შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 28 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებთან გამართეს. მატჩი ილიაუნელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებით, ანგარიშით 98:74, დასრულდა. ილიაუნელთა რიგებიდან გამორჩეულები იყვნენ ტატო ოთიაშვილი (35 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი) და ვასილ მჭედლიშვილი (12 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი)

კალათბურთის სტუდენტური ლიგა 20 იანვრიდან განახლდება. მომავალი მატჩების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://gbf.ge/league/student-league/.

ბანერები