ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის რაგბის ნაკრები ვერცხლის პრიზიორია

ახალი ამბები

ილიაუნის რაგბის ნაკრებმა 11-12 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ 10-კაცა სამოყვარულო რაგბის ფესტივალში. ტურნირში მონაწილეობდა 9, როგორც საუნივერსიტეტო, ისე სამოყვარულო, გუნდი. ჩვენმა ახლად დაკომპლექტებულმა გუნდმა შეძლო ფინალში გასვლა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

შეჯიბრების პირველი დღე ჯგუფურ ეტაპს დაეთმო, რომელშიც ილიაუნის გუნდმა სამი თამაშიდან სამივეს მოგება შეძლო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ანგარიშები:

  • ილიაუნი 12-5 სპორტის უნივერსიტეტი
  • ილიაუნი 45-0 ჯი ემ
  • ილიაუნი 31-5 რუსთავი

12 ივნისს ტურნირის ფინალური ეტაპები გაიმართა. ნახევარფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა „სოხუმს” ანგარიშით 33:7 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა. 

ფინალში ილიაუნი სამოყვარულო გუნდს „დევები” შეხვდა. ძირითად დროში ორივე გუნდმა შეძლო ლელოს დადება (ანგარიში: 7:7), დამატებით დროში კი გუნდებმა შეინარჩუნეს ანგარიში, რის შემდეგაც დაინიშნა არეკნების სერია. ჩვენი გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა გამოცდილმა მოწინააღმდეგემ შეძლო არეკნების სერიის გამარჯვებით დასრულება. ჩვენი პირველი ნაბიჯები რაგბიში ვერცხლის მედლებით დასრულდა.

გუნდის შემადგენლობა:

გუნდის ხელმძღვანელი კახა კაპანაძე

მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ ჩხაიძე

გუნდის შემადგენლობა:

  • ნიკოლოზ ჩხაიძე
  • თენგიზ ენდელაძე
  • ზაზა იაკობიძე
  • ზვიად დობაძიშვილი
  • შოთა პაპასკირი
  • ალექსანდრე ტყეშელაშვილი
  • ერეკლე ფრიდონაშვილი
  • გიორგი ძნელაძე
  • გიორგი ასრათაშვილი
  • ნიკოლოზ პურიჭამიაშვილი
  • ლევან მიხელიძე
  • შოთა ხოხობაშვილი
  • გიორგი მინდორაშვილი
  • საბა წიქორიძე
  • კახი მანველიშვილი
  • დავით კაპანაძე
  • ლუკა ჯანგავაძე
  • გელა ქავთარაძე
  • გიგა შატბერაშვილი

 2022 წელი

ბანერები