ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ქალ ფრენბურთელთა გუნდი სტუდენტური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ახალი ამბები

დასრულდა ქალ ფრენბურთელთა სტუდენტური ჩემპიონატი, რომელშიც ილიაუნის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და შეჯიბრების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ჩვენმა გუნდმა ფინალამდე გზა სეტის წაუგებლად განვლო. ფინალში კი დამარცხდა სტუ-თან, რომელსაც იქამდე ჯგუფში სძლია.

ფინალში მარცხის მიუხედავად აღნიშნული შედეგი დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან გაუმჯობესდა გასული სეზონის მიღწევა ­- მეოთხე ადგილი.

ამ მატჩით ილიაუნის ქალ ფრენბურთელთა გუნდმა მიმდინარე სეზონი დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მომავალ წელს განაგრძობს.

ბანერები