ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის მაგიდის ჩოგბურთში ახალი პრიზიორები ჰყავს

ახალი ამბები

25 ოქტომბერს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. მასში მონაწილეობა 70-მდე სტუდენტმა მიიღო და დღის ბოლოს საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები გამოვლინდნენ.

გოგონათა შორის ჩემპიონობა სალომე სოლაშვილმა მარტივად მოიპოვა, მეორე ადგილზე მარიამ მუმლაძე გავიდა, ბრინჯაოს მედალის მფლობელი კი ნინო კილასონია გახდა.

საინტერესოდ წარიმართა ვაჟთა შორის დაპირისპირება. დაძაბული ნახევარფინალებისა და ფინალის შემდეგ საუკეთესო სამეული გასული სეზონებისგან განსხვავებულად დაკომპლექტდა. ოქროს მედალი რატი ერისთავმა გიორგი მახარობლიძესთან გამარჯვებით მოიპოვა. მესამე ადგილზე გასულმა ნიკოლოზ წიკლაურმა კი აქამდე სამეულში სტაბილურად მყოფი ბესო შაინიძე დაამარცხა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს შესაბამის სიგელებთან, მედლებსა და თასთან ერთად მაგიდის ჩოგბურთის კლუბში უფასო სათამაშო დრო გადაეცათ.

ბანერები