ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ფუტსალის სტუდენტურმა ნაკრებმა მერვედფინალის საგზური გაინაღდა

ახალი ამბები

15 ნოემბერს სპორტკომპლექს არენა 2-ში ილიაუნის ფუტსალის სტუდენტური ნაკრები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგი ნათენაძის გოლს მეტოქემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა, თუმცა თამაშის განახლების შემდგომ ნათენაძემ დუბლი გაიფორმა და ილიაუნი წინ გაიყვანა. ილიაუნელთაგან მესამე გოლი გიორგი მამულაშვილის ანგარიშზეა. 

ამ მოგებით ილიაუნის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშებაში მაქსიმალური, ექვსი ქულა აქვს, რითაც გუნდი მერვედფინალშია.

ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.

ბანერები