ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ფუტსალის ნაკრებმა ქუთაისის მართვე დიდი ანგარიშით დაამარცხა

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივ მართვესთან გამართა და დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს გასვლით შეხვედრაში ორი წამყვანი მოთამაშე აკლდა, ილიაუნის შინ სამი ქულით დაბრუნება არ გასჭირვებია. გოლებიდან სამი ბურთი გიორგი კურტანიძის ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმეს გიორგი ახლანძემ და პაატა ლეჟავამ. გიგა მამულაშვილი, საბა მაჩიტიძე, მიქაელ იორამაშვილი და გურამ ნადარეიშვილი გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით დაეხმარნენ. 

ჩვენმა ნაკრებმა ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. ილიაუნის მომდევნო მეტოქე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიმართება.

ბანერები