ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ფუტსალის ნაკრების წლის ბოლო შეხვედრა „მართვესთან“

ღონისძიებები

27 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნი ფუტსალის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ქუთაისის „მართვესთან“ გამართავს.

ილიაუნი გასულ მატჩში „თბილისს“ დაუპირისპირდა და საქართველოს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებით ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში დაწინაურდა და სამეულში გადაინაცვლა.

ილიაუნის მიმდინარე წლის ბოლო მეტოქეს სამი შეხვედრიდან ერთი ქულა აქვს და, შესაბამისად, შინ საუკეთესო შედეგით დაბრუნების დიდი მოტივაცია აქვს, თუმცა ჩვენი გუნდისთვის „თბილისთან“ გამარჯვება მეტი თავდაჯერებულობისა და სტიმულის მომცემი გახდა, რაც ილიაუნის ხელს შეუწყობს წელი მოგებით დაასრულოს.

„მართვესა“ და ილიაუნის შორის მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა ტრანსპორტირებას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 15:00 საათზე უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოდან (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5) უზრუნველყოფს.

ბანერები