ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი ფინალისთვის ბრძოლას იწყებს

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის მეორე ლიგაში ½ ფინალური ეტაპი იწყება. ილიაუნი 2 ფინალში მოსახვედრად ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

დაძაბული რეგულარული სეზონი ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილით დაასრულა და პირდაპირ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ევროპის უნივერსიტეტმა კი აქამდე მოსასვლელად ¼ ფინალში გორი დაამარცხა. ფინალში გამსვლელი მეორე ბილეთისთვის ქუთაისი და თსუ 2 იბრძოლებენ.

EU ილიაუნის ნაცნობი მეტოქეა. გასული სეზონის ½ ფინალში სწორედ მათ დავუპირისპირდით და სერია ჩვენ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.

წრიულ ეტაპზე ევროპის უნივერსიტეტთან შეხვედრებში უპირატესობა გვაქვს, პირველ მატჩში მარცხის შემდეგ (6-3) დარჩენილ ორ თამაშში 7-1 და 3-2 გავიმარჯვეთ.

ილიაუნი 2-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის პირველი დაპირისპირება ქუთაისის სპორტის სასახლეში 30 აპრილს, 14:00 საათზე, გაიმართება. სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ლიგის ოფიციალურ იუთუბარხზე (ttps://bit.ly/3vdRT8Y), ასევე ფუტსალის ლიგა 2-ის ფეისბუქის გვერდზე.

ერთად ვუგულშემატკივროთ ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად.

გაცნობებთ, რომ ფუტსალის ეროვნული ლიგის ორივე დივიზიონის თამაშებზე დასწრება განახლდა.

ფანკლუბში გაწევრიანებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: t.ly/ozUW

2022 წელი

ბანერები