ილიაუნის ფუტსალის გუნდების წარმატებული კვირეული
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის პირველი და მეორე გუნდისთვის გასული კვირა წარმატებული აღმოჩნდა. პირველი გუნდი მონაწილეობდა საქართველოს თასის გათამაშებაში, ხოლო მეორე გუნდისთვის დასრულდა რეგულარული სეზონი ლიგა 2-ში და საპლეიოფო ეტაპი დაიწყო.
ალიკა სარქისიანის გაწვრთნილი გუნდი “MFC ILIAUNI” თასის გათამაშებაში წალენჯიხის ფუტსალის გუნდს შეხვდა. მატჩი სანახაობრივი, დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ბაჩა კალანდაძის უზადოდ შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა მატჩის ბედი (ოქმი: t.ly/T_eRF). ასე რომ, ჩვენი გუნდი 2023/24 წლების სეზონის თასის გათამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს. მატჩი მარტის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა ჩვენი მოწინააღმდეგე.
ჩვენი ფარმკლუბისთვის (“MFC ILIAUNI 2”), რომელსაც სათავეში მოთამაშე-მწვრთნელი და უმაღლესი ლიგის გუნდის ვიცე-კაპიტანი დავით თაბაგარი წვრთნის, დასრულდა რეგულარული სეზონი. შედეგად მეოთხედფინალში სეუს გუნდს შევხვდით და პირველი მატჩში ანგარიშით 4-1 გავიმარჯვეთ (ოქმი: t.ly/tW-nP).
შემდეგი საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი გამარჯვებაა საჭირო. Გამორჩეულად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, რომელმაც ჰეთ-რიკის შესრულება შეძლო და ილიაუნის სახელით პირველი გამარჯვება მოიპოვა.
განმეორებითი მატჩი 15 მარტს გაიმართება.
განსაკუთრებული მადლობა თამაშზე მოსულ გულშემატკივრებს!
სათამაშო სეზონი მნიშვნელოვან კულმინაციურ პერიოდს მიუახლოვდა – მადლობა გულშემატკივრობისთვის და გელით!
წარმატებები MFC ILIAUNI !
2024