ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში

ღონისძიებები

30 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 70, 80, 80+ კგ., მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება – 3 კგ. მონაწილეთა აწონა და კენჭისყრა გაიმართება ღონისძიების ჩატარების ადგილზე შეჯიბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს.

გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/rEvjCWUFLjarTTaQ7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ნოემბერი.

ბანერები